საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა კონკურსი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტზე ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების თაობაზე

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 4 ოქტომბრის N8 ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა კონკურსი ახალი სახელმძღვანელოს ან არსებითად გადამუშავებული/განახლებული სახელმძღვანელოს შექმნის, ასევე უცხოური სასწავლო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის დაფინანსების თაობაზე.

 

საკონკურსო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შესაბამისი მიმართულების თანხმობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული სახელმძღვანელო კონკრეტული დარგისთვის მნიშვნელოვანია.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის პროექტის ხელმძღვანელმა (ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში – შესაბამისმა აკადემიურმა პერსონალმა) იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა დაარეგისტრიროს პროექტი, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისგან:

ა) პროექტში მონაწილე აკადემიური პერსონალის პროფესიული რეზიუმე და პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საპროექტო წინადადება (იხ. განაცხადის ფორმა);

გ) ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მიმართულების) თანხმობა (სხდომის ოქმი). ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (მიმართულება) გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით.

 

კონკურსის ეტაპები:

ა) კონკურსის გამოცხადება - 2024 წლის 4 ოქტომბერი;

ბ) პროექტების რეგისტრაცია იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში - 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით;

გ) განაცხადების შერჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ; 

დ) შერჩეული განაცხადების წარდგენა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის - არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელი ნოემბრისა.

 

კონკურსი გამოცხადდა თსუ-ის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანების, 2024 წლის 19 ივლისის N198/01-01 ბრძანების, მათ შორის, N198/01-01 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების 2024 წლის 13 სექტემბრის N248/01-01 ბრძანების, 2024 წლის 13 სექტემბრის N247/01-01 ბრძანების, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული რეგლამენტისა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2024 წლის 4 ოქტომბრის N8 ბრძანების საფუძველზე. 

თარიღი: 04/10/2024